მესამე საფეხური
» ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #4)

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #4)

- მშვენიერი გაზაფხულის დარია. ვაფლი და ცხელი შოკოლადი შეგვიძლია ბაღში მივირთვათ, - შემოგვთავაზა დეიდა ბერგმა.
სანამ დეიდა ბერგი სამზარეულოში ფუსფუსებდა და ვაფლს აცხობდა, ჩვენ მის დიდ ოთახში ვთამაშობდით. ოთახის ორივე ფანჯარა ღია იყო, რადგან უკვე საკმაოდ ცხელოდა. მე ერთ ფანჯარაში გავყავი თავი, იუნასმა კი - მეორეში. იუნასმა კენჭი მესროლა, რომელიც მანამდე ჯიბეში ედო. დავიჭირე და უკანვე ვესროლე. ასე ვესროდით ერთმანეთს მანამ, სანამ მე ვეღარ დავიჭირე. კენჭი ბალახში ჩავარდა.
შემდეგ მე და იუნასი ერთმანეთს იმაში შევეჯიბრეთ, ვინ უფრო მეტად გადაეკიდებოდა ფანჯრიდან. ვეჯიბრებოდით მანამ, სანამ იუნასი ფანჯრიდან გარეთ არ გადაებერტყა. მე ძალიან შემეშინდა. დეიდა ბერგსაც ლამის გული გაუსკდა - ის ზუსტად იმ წამს შემოვიდა ოთახში, როდესაც იუნასი ფანჯარაში გაუჩინარდა. დეიდა ბერგი ყვირილით მივარდა ფანჯარასთან. იუნასი ბალახში იჯდა, შუბლზე კი უზარმაზარი კოპი ეჯდა.
 

ლოტა აურზაურის ქუჩიდან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი