მესამე საფეხური
» ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #3)

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #3)

ცოტა ხნის წინ ვიყავით დეიდა ბერგთან და ძალიან გავერთეთ. დეიდა ბერგს ერთი ძველი კომოდი აქვს ათასი საინტერესო ნივთით გამოტენილი ბევრი უჯრით.
- დეიდა ბერგ, შეიძლება უჯრები დავათვალიეროთ? - სთხოვა იუნასმა და დეიდა ბერგმაც ნება დაგვრთო. ჯერ პაწაწინა თოჯინით ვითამაშეთ, რომელსაც როსა ჰქვია და რომლითაც თურმე დეიდა ბერგი თამაშობდა ბავშვობაში.
დეიდა ბერგი ძალიან, ძალიან მოხუცია, მაგრამ არც მთლად ისეთი, როგორიც ლოტას ჰგონია. აი, რა ჰკითხა სულელმა ლოტამ დეიდა ბერგს:
- დეიდა ბერგ, როსა ნოეს კიდობანშიც თან გყავდა?
მამამ ზუსტად წინა საღამოს გვიამბო ნოეს კიდობანზე. გვიამბო, როგორ ააშენა ნოემ უზარმაზარი გემი, რომელსაც კიდობანი უწოდა. შემდეგ კი რამდენიმე კვირა გადაუღებლად წვიმდა და ყველა, ვინც ნოეს კიდობანში ვერ მოხვდა, დაიხრჩო. ეს ამბავი თურმე რამდენიმე ათასი წლის წინათ მოხდა.
დეიდა ბერგმა გულიანად იცინა ლოტას ნათქვამზე.
 

ლოტა აურზაურის ქუჩიდან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი