მესამე საფეხური
» ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #4)

ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #4)

ყველას სიამოვნებს, საკუთარი ცხოველი თუ ჰყავს. მეც მინდოდა ძაღლი მყოლოდა, მაგრამ არა მყავს. საერთოდ, ბულერბიში ათასნაირი შინაური ცხოველია: ცხენები, ძროხები, ხბოები, ღორები, ცხვრები... დედას ქათმებიც ჰყავს. დედას ქათმებს ბულერბის ქათმების ფერმისას ეძახიან. ჰოდა, ვისაც უნდა კრუხებს წიწილები ბლომად დააჩეკინოს, დედასგან ყიდულობს კვერცხს.

ჩვენს ერთ ცხენს აიაქსი ჰქვია და ჩემად ითვლება, ოღონდ ისე, სიტყვაზე, ულეს ძაღლივით კი არა. სინამდვილეში მარტო ბოცვრები მყავს. ისინი მამას გაკეთებულ გალიაში ცხოვრობენ და მე ყოველდღე ბალახს და ფოთლებს ვაჭმევ. ზამთრობით ბოცვრების გალია ბოსელში შემაქვს. ბოცვრები ბევრ შვილს აჩენენ და უამრავი მივყიდე ბოსესა და ულეს, მაგრამ ბოსეს მალე მობეზრდა, იმას ყველაფერი ბეზრდება, ჩიტის კვერცხების გარდა.

ერთხელ ლასესაც მოუნდა საკუთარი ცხოველები ჰყოლოდა და საღორეში სამი სათაგური დადგა, დაიჭირა თექვსმეტი თაგვი და ჩასვა კასრში. კასრს ზედ დააწერა:

«ბულერბის თაგვების ფერმა». ღამით ყველა თაგვი გაიქცა და ბულერბის ფერმამაც შეწყვიტა არსებობა.

ბულერბიელი ბავშვები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი