მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #8)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #8)

- ჭრი- ჭრი- ჭრი!
- ვინ მეძახის? - იკითხა შეშინებულმა პინოკიომ.
პინოკიო შებრუნდა და დაინახა უშველებელი ჭრიჭინა, რომელიც ნელ-ნელა მიცოცავდა მაღლა კედელზე.
- მითხარი, ჭრიჭინავ, შენ ვინა ხარ?
- მე მოლაპარაკე ჭრიჭინა ვარ და, უკვე ას წელიწადზე მეტია, ამ ოთახში ვბინადრობ.
- დღეს კი ეს ოთახი ჩემია, - თქვა თოჯინამ, - და თუ მართლა გინდა მასიამოვნო, ახლავე წადი აქედან.
- არსადაც არ წავალ, სანამ ერთ დიდ სიმართლეს არ გეტყვი.
- მითხარი და მოშორდი აქაურობას!
- ვაი იმ ბავშვებს, რომლებიც მშობლებს ეურჩებიან და ახირების გამო ტოვებენ მშობლიურ სახლს! ვერასოდეს იპოვიან სიკეთეს ამქვეყნად.
- იმღერე, იმღერე, ჩემო ჭრიჭინავ, მაგრამ მე ვიცი, რომ ხვალ დილით, განთიადისას, აქედან წავალ, რადგან თუ დავრჩები, მეც იგივე მომელის, რაც სხვა ბავშვებს, ანუ მეც სკოლაში გამაგზავნიან. მე კი, რომ გამოგიტყდე, სულაც არ მაქვს სწავლისა და მეცადინეობის სურვილი.
- საბრალო ონავარო! არ იცი, რომ თუ ასე მოიქცევი, ერთ დიდ ლამაზ სახედრად გაიზრდები და ყველა შენ დაგცინებს?
- გაჩუმდი, შე ენამწარე ჭრიჭინობელავ! - დაიყვირა პინოკიომ

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი