მესამე საფეხური
» ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #2)

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #2)

ხანდახან ძალიანაც სახალისოა ლოტასთან ერთად თამაში. მაგალითად, მაშინ, როცა მე და იუნასი ვთამაშობთ, თითქოს მფარველი ანგელოზები ვართ და ლოტას „ვიფარავთ“, მას ლოგინში ვაწვენთ, ჩვენ კი საწოლის გარშემო დავფარფატებთ და ხელებს ვიქნევთ, ვითომ ფრთებია. ლოტას დიდად არ მოსწონს ეს თამაში, რადგან მას მხოლოდ და მხოლოდ საწოლში წყნარად წოლა ევალება. თუ კარგად დაუკვირდებით, თითქმის იგივე გამოდის, რაც მეკობრეობანას თამაშისას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ,,მეკობრე“ ლოტა საწოლზე კი არა, საწოლის ქვეშ წევს და „მეტი საჭმელიო“ ბუტბუტებს.
ერთხელ ექიმობანას თამაში მოვიფიქრეთ. იუნასი ექიმი იყო, მე - ექთანი, ლოტა კი – ავადმყოფი ბავშვი.
- არ მინდა ლოგინში წოლა, - აწუწუნდა ლოტა, როცა ლოგინში ჩაწოლა მოვთხოვე, - თუ კარგია, მე ვიქნები ექიმი და მია-მარიას პირში კოვზს ჩავუყოფ.
- შენ ექიმი ვერ იქნები, რეცეპტის გამოწერა არ შეგიძლია.

ლოტა აურზაურის ქუჩიდან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი