მესამე საფეხური
» ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #1)

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #1)

ერთხელ იუნასი გახდა ავად და მალე რომ გამოჯანმრთელებულიყო, ნემსი გაუკეთეს მხარში. ზუსტად ამიტომაც გადაწყვიტა ლოტასთვის ნემსის გაკეთება.
იუნასმა მახათი აიღო, ვითომ შპრიციაო, მაგრამ ლოტა ამის დანახვაზე გადაირია, წიხლები დაგვიშინა და ყვირილს მოჰყვა:
- არ გაბედოთ ჩემთვის ნემსის ჩარჭობა! არ გაბედოთ!
- რა სულელი ხარ! - გაეცინა იუნასს, - ეს ხომ თამაშია, მართლა კი არ გიკეთებთ ნემსს!
- არც თამაშით მინდა ნემსის გაკეთება! – გაჰკიოდა ლოტა.
ასე რომ, ექიმობანას თამაში თითქმის ჩაგვეშალა.
- ჰო, კარგი, მაშინ რეცეპტს მაინც გამოგიწერ, - დანებდა ბოლოს იუნასი. დაჯდა მაგიდასთან და ქაღალდის ნაგლეჯზე ლურჯი ფანქრით გულმოდგინედ გამოიყვანა ასოები. იუნასი ბეჭდური ასოებით წერდა, მაგრამ მე მაინც ვერ წავიკითხე.
მე და იუნასს ძალიან მოგვწონდა ექიმობანას თამაში, ლოტას კი - არა. 
 

ლოტა აურზაურის ქუჩიდან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი