მესამე საფეხური
» ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #5)

ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #5)

ლასეს შუქის ჩაქრობა ლოგინიდანაც შეუძლია. მან მუყაოსაგან ეშმაკური რაღაც გააკეთა და გამომრთველს მიამაგრა, ზედ მიბმული ზონარი კი - საწოლს. მშვენიერი გამოგონება იყო, მაგრამ ვერ აგიხსნით, როგორ მოაწყო, იმიტომ, რომ ლასესავით ინჟინრობას არ ვაპირებ. ლასე სულ ტრაბახობს, ეშმაკური მოწყობილობების ინჟინერი გამოვალო. კარგად არ მესმის, ეს რას ნიშნავს. ლასეს რომ ჰკითხო, ეშმაკური მოწყობილობების ინჟინრობა ჩინებული პროფესიაა და ასეთ ინჟინრობას მხოლოდ ის შეძლებს, ვისაც გამომრთველთან მუყაოს მიმაგრება შეუძლია. ბოსე ინდიელების ბელადობას აპირებს. ყოველ შემთხვევაში, წინათ ასე ამბობდა. ამ ცოტა ხნის წინ კი გავიგონე, დედას ეუბნებოდა, ორთქლმავლის მემანქანობა მინდაო. მაშასადამე, ინდიელების ბელადობა გადაუფიქრებია. მე ჯერ არ ვიცი, რა გამოვალ, ალბათ, დედა. ძალიან მიყვარს პატარა ბავშვები. შვიდი შვილი მყავს - შვიდი თოჯინა.
 

ბულერბიელი ბავშვები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი