მეორე საფეხური
» სხვადასხვა (შუმერები)

სხვადასხვა (შუმერები)

შუმერები უხსოვარ დროში ცხოვრობდნენ. მათ პირველებმა შექმნეს დამწერლობა, საათი დაყვეს 60 წუთად და გამოიგონეს ბორბალი.

ბორბლის გამოგონება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში. ის სახმელეთო ტრანსპორტის ყველაზე საჭირო ნაწილია.

შუმერებმა ბორბლის გამოგონების შემდეგ მოგზაურობა დაიწყეს. ისინი ორთვლიანი ურმებით მგზავრობდნენ, რომლებშიც ვირი ან ხარი ჰყავდათ შებმული. 

შუმერებმა ბორბალი თიხის ჭურჭლის დასამზადებელ დაზგაშიც გამოიყენეს და უფრო ადვილად ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: