სხვადასხვა (ადამიანთა საცხოვრებელი)
ალბათ, გაინტერესებთ, სად არის ლაპლანდია.
თუ ფინეთის ჩრდილოეთით მოხვდებით, თქვენს თვალწინ გადაიშლება თოვლში ჩაფლული იდუმალი სამყარო. ეს ლაპლანდიაა!
ლაპლანდიაში დეკემბერ-იანვარში ძალიან მოკლე დღეები იცის. დღის ხანგრძლივობა მხოლოდ 4-5 საათს შეადგენს, მაგრამ ქათქათა თოვლის გამო გარემო მაინც განათებულია. ნოემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე კი ამ უცნაურ ქვეყანაში ბნელი ღამეები დგება.
ლაპლანდია სანტა კლაუსის სამშობლოა და შობა-ახალ წელს აქ ნამდვილ ზღაპარში აღმოჩნდებით. სანტას სახლი ლაპლანდიის დედაქალაქ როვანიემიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
ლაპლანდიის დედაქალაქში თუ მოხვდები, ბევრი საინტერესო თავგადასავალი გელის: თხილამურებით სრიალი, თევზაობა, ყინულმჭრელი გემით ყინულიან ზღვაში გასეირნეიბა და რაც მთავარია, ნამდვილი დღესასწაული პატარა მოგზაურებისთვის: შეხვედრა სანტა კლაუსთან, გასეირნება ირმებშებმული ციგით და ყინულის ქანდაკებების საოცარი გამოფენა.