მეორე საფეხური
» საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #5)

საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #5)

როცა იღბლიანი დღე დამიდგებოდა და ვედროს ცოცხალი თევზით ავავსებდი, ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. მე ამ დროს ჩემი თავი ალექსანდრე მაკედონელი მეგონა და სოფელში ისე წელგაშლილად და თამამად გამოვივლიდი ხოლმე, თითქოს დიდ ომში გაუმარჯვნიაო. მაგრამ თუ ნავსიანი დღე დამიღამდებოდა და ვედრო ცარიელი მომქონდა, მგლოვიარესავით დაღონებული მოვდიოდი.

 

საბავშვო ლიტერატურის საგანძური

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იაკობ გოგებაშვილი