ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #7)
პირველკლასელმა ლეილამ ეზოში ,,დაჭერობანას“ სათამაშოდ გათვლა დაიწყო:
- წი-თე-ლი ვაშ-ლი გა-გორ-და!
შენ თუ მე? შენ და-გი-ჭი-რე!
რე, რე, რე, - დააყოლებდა ხოლმე კისკისით. გათვლილი ბავშვი გვერდზე დგებოდა. ბოლოს ყველაზე პატარა დარჩა.
- ,,იჭერ!“ ,,იჭერ“! - დაუძახეს აქეთ-იქიდან და ეზოში გაიშალნენ.
დამჭერი სულ ხუთი წლისა იყო, სახელად - პეტო. სამი წლით უფროსებს სისწრაფით ვერაფერი დააკლო. სამაგიეროდ, იმარჯვა და მოხერხებით დაიჭირა შვიდი წლის ვატო.
სირბილით დაიღალნენ. ახლა ლეილამ ქვიშის ყუთისაკენ წაიყვანა ყველა.