მეორე საფეხური
» ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #4)

ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #4)

- ერთ დილას ცხვრები მოვრეკე, - თქვა ციხელმა, - უცბად თვალი მოვკარი, ეზოში რაღაცამ გაირბინა. ქათამს ჰგავდა. კარგად დავაკვირდი. ,,კაკაბია’’, - გავიფიქრე. რამდენჯერმე ქვა ვესროლე, მაგრამ ავაცდინე. კაკაბი არაფრად აგდებდა ჩემი ქვის სროლას!

უკან არ დავიხიე, კაკაბს მივსდიე.

- ,,მიწაში ჩაძვრება, ჩავყვები! ზღვაში შევა, შევყვები!“ - ვამბობდი ჩემთვის... რაღა ბევრი გავაგრძელო, თანდათან დაღლა დამეტყო.

- დადექ, შე უღმერთო! სადამდე უნდა იარო? - დავუძახე კაკაბს. მან ჩემს ძახილზე დამცინავად გაიკისკისა, აფრინდა და ცაში გაუჩინარდა. ჩემ წინ, მიწაში, მისი ფრთა დაერჭო. რაღას ვიზამდი, დავრჩი ხახამშრალი...

ნამდვილი და მოგონილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე