მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #4)
დედა, დედიკო! - მხიარული ყვირილით შეირბინა დილით პატარა დათიკომ დედასთან: - დღეს ხომ ახალი წელიწადია, ყველაზე ადრე ბებიკოს უნდა მივულოცოთ და საჩუქრები წავუღოთ.
- რასაკვირველია, ბებია ყველაზე უფროსია, პირველად იმას უნდა მივულოცოთ და საჩუქრებიც წავუღოთ, - უთხრა დედამ.
- მე და ნანამ უკვე ამოვარჩიეთ საჩუქრები. დედიკო, ვინც ძალიან, ძალიან გიყვარს, იმას ხომ ისეთი საჩუქარი უნდა მიართვა, რომელიც თვითონ ყველაზე უფრო მოგწონს.
- რასაკვირველია!
- ბებიკოს ხომ ყველაზე მეტად ჩვენ ვუყვარვართ და ამიტომ იმას ის უყვარს, რაც ჩვენ გვიყვარს.