მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #2)
ძია კოტემ დახედა დედოფალას, მაჯა გაუსინჯა, შუბლზე ხელი დაადო და უთხრა:
- მართალია, ძალიან ავად არის, გაციებულია, მაგრამ არა უშავს. ახლავე წამალი დავალევინოთ. ერთი კოვზი მურაბა რომ გადავაყლაპოთ, მორჩება.
- როგორ ფიქრობთ, ექიმო, ერთი კოვზი ეყოფა?
- ეყოფა. ცოტა წყალიც უნდა დაატანოს.
- მაშ, მოიტათ ჩქარა, მანდ არის, განჯინაში, მხოლოდ დიდი კოვზი გამოიღეთ.
ექიმმა გამოიღო განჯინიდან ერთი კოვზი მურაბა და გადააყლაპა.