მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #2)
კარი მაშინვე გაიღო და მეფე სახლში შევიდა. გოგონას ძალიან შეეშინდა, რადგან ირმის ნაცვლად ოქროსგვირგვინოსანი უცხო კაცი დაინახა. მეფეს მაშინვე შეუყვარდა მშვენიერი ასული და ცოლობა სთხოვა.
- კარგი, - უპასუხა გოგონამ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, - მაგრამ ჩემთან ერთად ირემიც უნდა წამოვიდეს. მე მას არასოდეს მივატოვებ.
მეფემ მიუგო:
- ირემი სულ შენთან იქნება, პირობას გაძლევ, მას არაფერი მოაკლდება.
ამასობაში ირემმაც მოირბინა შინ. დაიკომ მას ჭილის თოკი შეაბა და მეფეს გაჰყვა.
მეფემ გოგონა ცხენზე შეისვა და სასახლეში წაიყვანა.