მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #1)
ბავშვებმა პატარა ნაკადული იპოვეს, ბიჭი დაიხარა და უნდოდა წყალი დაელია, მაგრამ დაიკოს უცებ ხმა შემოესმა:
- ის, ვინც ჩემს წყალს დალევს, ვეფხვად გადაიქცევა! ის, ვინც ჩემს წყალს დალევს, ვეფხვად გადაიქცევა!
გოგონამ მაშინვე შესძახა:
- გემუდარები, ძამიკო, ნუ დალევ ამ წყალს, თორემ უმალ ველურ მხეცად გადაიქცევი და ნაკუწებად მაქცევ.
ბიჭს ძალიან სწყუროდა, მაგრამ დას დაუჯერა და წყალი არ დალია:
- კარგი, მოვითმენ და წყალს სხვა ნაკადულთან დავლევ.