ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #7)
ავდრიანი დღე იყო. მწყემსებს ცეცხლი ენთოთ და ირგვლივ უსხდნენ. დათვი გადაუხტა, დააფრთხო მწყემსები, თვითონ ნაცარში ამოითუთხნა, შეიტრუსა თათი და წავიდა ბატკნის სახლისაკენ.
მივიდა კართან და წვრილი ხმით დაიძახა:
- ბეკო, ბეკო, ბეო,
კარი გამიღეო,
პირით ბალახი მომაქვს,
ძუძუებით - რძეო.
ბატკანმა გამოსძახა:
- აბა, თათი შემოყავიო.
დათვმა შეყო კარის ღრიჭოში შეტრუსული თათი. ბატკანმა ვეღარ იცნო, მელიას თათი ეგონა და გაუღო კარი. შევიდა დათვი და დაიჭირა ბატკანი.