ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #24)
ძია ტიკ-ტაკი ჩუმად ამოვიდა მარნიდან, მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ სამზარეულოს ფანჯარა კარგად არ იყო მოხურული. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად გააღო, ღრრრი ასწია, უხმაუროდ გადააძვრინა შიგ და თვითონაც გადაძვრა. იქ კიბე მოძებნეს, ძია ტიკ-ტაკი საფეხურებს აჰყვა, ღრრრი კი იქვე ჩაცუცქდა და ცდა დაუწყო. ისეთი სიბნელე იყო, თვალთან თითს ძლივს მიიტანდი. ძია ტიკ-ტაკი კინაღამ სკამს დაეჯახა. საძილე ოთახის კარი გამოღებული იყო ოდნავ, მივიდა, შეიხედა, არგაბედოს და ნუიზამს მთვარე დაჰნათოდა, ისინი ორსაწოლიან ტახტზე იწვნენ. ტახტს თითქმის მთელი ოთახი ეჭირა.