ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #21)
იმპერატორი რომ არ გაყინულიყო, სულ ბუხართან იჯდა, დედოფალი კი ლოგინში იწვა.
- ასე ამბობს, სანამ ზაფხული არ მოვა, ვერ ავდგებიო. - შესჩივლა სტუმრებს თავის მეუღლეზე იმეპრატორმა.
- კი, მაგრამ ზაფხული ხომ ეს-ეს არის გავიდა. - თქვა ძია ტიკ-ტაკმა. - ვაშლი დამწიფდა, თხილი შემოვიდა, ყურძენი დასაკრეფია.
- ვიცი, ვიცი, ზაფხული ყველგან გავიდა. - თქვა იმპერატორმა. - ჩვენთან კი ჯერ არ დამდგარა. აქ სულ ზამთარია. ბოლო არ უჩანს.
ძია ტიკ-ტაკმა ფანჯარაში გაიხედა. სასახლის ბაღი თოვლით იყო გადაბარდნილი.