ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #18)
- ეჰ, ღრრრი, - თქვა ძია ტიკ-ტაკმა. - ცოტა პატარა მაინც იყო! ახლა რა უნდა ვქნათ? ან უფრო დიდი ნავი უნდა გავაკეთოთ, ან არადა შენ უნდა დაპატარავდე. ხომ გინდა პატრა ვეფხუნია რომ იყო? მაშინ ბევრს აღარ შეეშინდება შენი.
- მე მირჩევნია, ბევრს ეშინოდეს ჩემი! - თქვა ღრრრიმ.
- მაშინ, იცი, ჭამაც ცოტა დაგჭირდებოდა.
- მე ბევრი ჭამა მირჩევნია, - თქვა ღრრრიმ. - ისე კი, შეიძლება ცოტა დავპატარავდე, მხოლოდ დიდი ხნით არა.