ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #13)
დათვი ქალბატონ მიდოუსს შველოდა შეშის მოზიდვაში, მელია ცეცხლს უმარჯვებდა, მგელი ძაღლებს აფრთხობდა, კურდღელი თეფშებს ცხიმს უსვამდა, რომ შაქარყინული ზედ არ მიკრულიყო.
კუ კი აძვრა სავარძელში და გამოაცხადა: თვალყურს ვადევნებ, რომ ბადაგი არ გადმოვიდესო.
ისხდნენ ყველანი ერთად და ერთმანეთს არ ერჩოდნენ, რადგანაც ქალბატონ მიდოუსს ასე ჰქონდა დაწესებული: ვინც იქ მივიდოდა, ყველანაირი მტრობა უნდა დაევიწყებინა.
ისხდნენ ასე და საუბრობდნენ. ამასობაში კი ბადაგი აქაფდა და აჩუხჩუხდა. ისინი კი სათითაოდ თავს იქებდნენ.