ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #11)
- ერთხელ კურდღელი გზად მიდიოდა მედიდური და გაბღენძილი, და თავის გრძელ, ფუშფუშა კუდს მიიქნევდა.
- რას ამბობ, ბიძია რიმუს? - შესძახა ბიჭმა და თვალები დაჭყიტა. - სად გაგონილა, რომ კურდღელს გრძელი, ფუშფუშა კუდი ჰქონოდეს?
მოხუცი წელში გასწორდა და ბიჭს მკაცრად შეხედა:
- თუ მოსმენა გინდა, მომისმინე, ნუკი მაწყვეტინებ! თუ არ გინდა, მე ჩემს საქმეებს მივხედავ - ყელამდე მაქვს სამუშაო დღეს!