ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #7)
- დიდებული საფრთხობელა გამოვა შენგან, ძმობილო დათუნიაო! - უთხრა კურდღელმა.
და აუხსნა დათვს, როგორ გადაეღუნა თხილის ტოტი. არ გასულა წუთიც, რომ კურდღლის ნაცვლად დათუნია ეკიდა ცერცვის კვლების თავზე.
კურდღელი კი თავქუდმოგლეჯილი გავარდა მელიასთან, მიირბინა და შესძახა:
- ძმობილო მელიავ! ჩქარა, ძმობილო, მე გაჩვენებ, შენს ცერცვს ვინც იპარავსო!
მელიამ სტაცა ჯოხს ხელი და ორივენი ერთად გაეშურნენ ცერცვის კვლებისკენ, მიირბინეს და ნახეს, რომ დათვი ისევ ეკიდა.