ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #8)
ვეფხვი და ცხენი სასტუმრო ოთახში ცხოვრობდნენ, ხალიჩის ქვეშ. ისინი ძმადნაფიცები იყვნენ.
ვეფხვსა და ცხენს სტუმრიანობა დიდად უყვარდათ და ძალიან მოსწონდათ სასტუმრო ოთახში ცხოვრება.
იმავე სახლში ცხოვრობდა ერთი გოგონა - შეილა. ერთხელ ამ გოგონამ ჰკითხა მათ:
- კი მაგრამ, როგორ ეტევით ხალიჩის ქვეშ?
- ძალიან ადვილად, ჩვენ ხომ წარმოდგენითები ვართ, - მიუგეს მათ.
- მე წარმოდგენითი ვეფხვი ვარ.
- მე წარმოდგენითი ცხენი.
- შენი თივა სადღაა? - ჰკითხა შეილამ ცხენს.
- ხალიჩის ქვეშ, - მიუგო ცხენმა, - ისიც ხო წარმოდგენითი თივაა.