ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #7)
იყო ერთი მეფე. ერქვა სემუელი.
ერთხელ ეს სემუელი სამეფო ტახტზე იჯდა და ფიქრობდა: კარგს ვიზამ, ბებიას რომ ვეწვიო მატარებლითო. წამოდგა, დედოფალს გამოეთხოვა და გზას გაუდგა.
სადგურ ვეტერლოოსთან რომ მივიდა, ესკალატორზე შედგა. მიდის მაღლა-მაღლა და ესმის, სადგური თავის თავს ეუბნება:
- მოდი, ჩაის დავლევ!
ის იყო, მეფე სემუელს ბაქანზე უნდა შეედგა ფეხი, რომ სადგური ადგილს მოსწყდა.
- აი, ბედი არ გინდა, - თქვა მეფე სემუელმა, - მატარებელზე დამაგვიანდება და ბებია გამიჯავრდება.