ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #4)
ზის მელია და ისევ ფიქრობს, ახლა რაღაზე შევედავო, რომ პაწია ბაჭიების შეჭმა შევძლოო. უცბად წამოხტა. ჩამოიღო კედლიდან ცხრილი და იყვირა:
- თქვენ ეი, ყურგრძელებო! გაიქეცით წყაროზე და ამ ცხრილით წყალი მომიტანეთო!
ბაჭიები კისრისტეხით გაცვივდნენ წყლისთვის. ამოიღებენ ცხრილით წყალს - გასდის. ამოიღებენ - გასდის.
დასხდნენ და დაიწყეს ტირილი. ხეზე კი ერთი ჩიტი იჯდა. ამ ჩიტმა უცბად სიმღერა დაიწყო. აი, როგორ სიმღერას მღეროდა:
„დაჩვრეტილი არის ცხრილი,
გაუგლისეთ თიხით ძირი,
აბა, მალე, აბა, მალე,
აავსეთ და მიუტანეთ!“