ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #2)
ძამია კურდღელს ისეთი კარგი ბავშვები ჰყავდა, ყოველთვის ყველაფერს უჯერებდნენ დედას და მამას. მამა რომ იტყოდა: „დაწექითო!“ - წვებოდნენ. დედა რომ იტყოდა: „გაიქეცითო!“ - გარბოდნენ.
სახლს არასდროს არ ანაგვიანებდნენ და ცხვირიც ყოველთვის მშრალი ჰქონდათ.
ჯოელმა უნებურად გაისვა სახელო ცხვირის წვერზე.
- ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ, - განაგრძობდა მოხუცი. - გაუგონრები რომ ყოფილიყვნენ, ადრევე დაიღუპებოდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, მელია რომ შეიპარა მათ სახლში.
- როგორ მოხდა, ბიძია რიმუს?
პაწია ბაჭიების მეტი შინ არავინ იყო.