ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #5)
- ო, ეს შენ ძალიან კარგად მოიგონე! - თქვა მთვარემ, მაგრამ ბავშვები რომ სკოლაში შევლენ, მაშინ რაღას იზამ? მე გირჩევ წახვიდე და დედამიწას მეორე მხრიდან ამოეფარო, თორემ მზე ყველგან მოგწვდება.
- ვერ მომწვდება, - წამოიძახა სიბნელემ, - აი, ცოტა მოიცადე და თვითონვე ნახავ!
მაგრამ მზემ რომ შემოიმაღლა, სიბნელე მაინც იძულებული გახდა, დედამიწის მეორე მხარეს გადასულიყო. ახლა იქ დადგა ღამე. აქეთ კი, მზესთან სათამაშოდ, პატარ-პატარა ბნელი ლაქებიღა დარჩნენ.
ამ ბნელი ლაქების ცელქობას საზღვარი არ ჰქონდა.