ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #2)
შუა მდინარეში რომ იყვნენ, დევმა უთხრა:
- ოჰ, რა ძალიან მსუბუქი ყოფილხარო!
- ეს იმიტომ, რომ ერთი ხელი ცაზე მაქვს მოკიდებული და თუ გავუშვი, ვეღარც კი დამძრავო.
- აბა გაუშვი ხელიო, - უთხრა დევმა.
ნაცარქექიამ სადგისი ამოიღო და დევს კისერში ჩაურჭო. დევმა საშინელი ყვირილი მორთო და სთხოვა, ხელი ისევ ცისთვის მოეკიდა.
როდესაც ნაპირზე გავიდნენ, დევმა უთხრა:
- წამოდი, დღეს სადილზე მეწვიეო.
ნაცარქექია კი შეშინდა, მაგრამ რას იზამდა, უნდა წაჰყოლოდა.